კურსის მიზანი
ტრენინგ კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ს ინტეგრირებას ესგ-ის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.
სამიზნე ჯგუფი
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები.
კურსის ხანგრძლივობა
კურსის სრული ხანგრძლივობაა 8 სამსაათიანი ტრენინგი
მეთოდები
კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლების ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ.
ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.
პროგრამული უზრუნველყოფა
MS-Office 2007, OpenOffice, ინტერნეტ ბრაუზერი, Google ინსტრუმენტები (საძიებო სისტემა, ელ-ფოსტა).
კურსის შედეგები
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილეს:

- შეძლებს დამოუკიდებლად კომპიუტერის ჩართვას და გამორთვას უსაფრთხო რეჟიმში;
- შეძლებს ისაუბროს და განასხვავოს კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობები;
- შეძლებს ფანჯრებში და ამოცანების პანელზე მუშაობას;
- შეძლებს საქაღალდეებსა და ფაილებზე მუშაობას;
- შეძლებს ფაილების ტიპების ამოცნობას;
- შეძლებს ტექსტურ რედაქტორში მუშაობას (დოკუმენტების შექმნა და ფორმატირება, ცხრილების შექმნა, გრაფიკული ობიექტების ჩასმა, დოკუმენტების შენახვა (ოპერაციულ სისტემასთან თავსებადობის გათვალისწინებით);
- შეძლებს შემნახველი მოწყობილობების გამოყენებას;
- შეძლებს საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებას;
- შეძლებს მსგავსი ამოცანების იდენტიფიკაციას სხვადასხვა საოფისე პროგრამაში;
- შეძლებს ელექტრონულ ცხრილებზე მუშაობას (უჯრაში მონაცემთა ტიპების გარჩევა, უჯრის ფორმატირება, ფურცლებზე მუშაობა, უჯრებზე არითმეტიკული ოპერაციების შესრულება);
- შეძლებს ინტერნეტის გამოყენებას პროფესიული საქმიანობისათვის (პროფესიული ინფორმაციის მოძიება, შენახვა);
- შეძლებს კომუნიკაციას ტექნოლოგიების საშუალებით (ელ-ფოსტით სარგებლობა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილეს:
- შეუძლია ტექსტებზე მუშაობა, გრაფიკული ობიექტებით გამდიდრებული საგნობრივი ტესტის შექმნა;
- შეუძლია ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში;
- შეუძლია ელექტრონული ფოსტის გამოყენება;
- შეუძლია ცხრილებზე მუშაობა;
- შეუძლია ინფორმაციის გარე მატარებლების განსხვავება და მათი გამოყენება.
- მინიმუმ 18 სთ-ზე დასწრება;
- კურსის დასრულების შემდეგ დავალების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში.